“რა საჭიროა ამდენი თანხების ხარჯვა სხვადასხვა სიუჟეტების გაკეთებაზე და რესპოდენტებთან კომუნიკაციაზე. რა საჭიროა პირდაპირი ჩართვების ტექნიკური უზრუნველყოფა, უამრავი სხვადასხვა პერსონალის ანაზღაურება დ.ა.შ.
თავისუფლად შეგიძლიათ, რომ თქვენმა ტელეწამყვანებმა უბრალოდ ჩამოთვალონ “მენიუ”, ხოლო ნაციონალური მოძრაობის, რესპუბლიკელების, სხვადასხვა “არასამთავრობო ორგანიზაციების” წევრების და სხვადასხვა ჯურის “ექსპერტების” დასკვნები და შეფასებები წინასწარ ჩაწერილი ძალიან მოკლე ტექსტებით – არ ვარგა, ცუდია, ან სხვა ფრაზა, თქვენი ფანტაზიისა და გემოვნების მიხედვით, მიუსადაგოთ წამყვანის ტექსტს.
დამერწმუნეთ, რომ საკმაოდ დიდ თანხებსაც დაზოგავთ და მაყურებელსაც არ მოაბეზრებთ თავს რომელიმე კონკრეტულ თემაზე, სხვადასხვა სახეებისგან ერთი და იგივე ტექსტების მოსმენით. მითუმეტეს, რომ იმ “შემფასებლებს” საერთოდ ცალ ფეხზე ჰკიდიხართ თქვენც და “შესაფასებელი” საკითხი. მათ მთავარ ამოცანას არა სიმართლის თქმა და საზოგადოების სრული ინფორმირება, არამედ საკუთარი პერსონის ტელეეკრანზე გამოჩენა და საკუთარი თანამშრომლების წინაშე კეკლუცობა წარმოადგენს”– წერს გაბრიჭიძე.