“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრ პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციური შეთანხმება იქნება, ევროკომისიის დათქმების შესრულების პროცესში, “ქართულ ოცნებასთან” ერთად მუშაობაზე დათანხმდება.
“პროცესში, რომელიც იმიტაციას და ხალხის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, მე პირადად ჩემს თავს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება და მეტყვიან, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, როგორც გუშინ ვთქვი, “ქართულ ოცნებასთან” კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში, თუ საქართველოს დასჭირდება”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
კომენტარები