ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინელი სამხედროების მომზადებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაფინანსება 194 მილიონი ევროთი გაიზრდება. ამრიგად, მისი ჯამური თანხა 255 მილიონი ევრო იქნება.
“დღევანდელი გადაწყვეტილების მიზანია გააგრძელოს EUMAM-ის [უკრაინის სამხედრო დახმარების ევროკავშირის მისია] მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებაში, უკრაინის საჭიროებებზე დაყრდნობით და სასწავლო პროგრამის მზარდი მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები