„ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებულია. ვინ როგორ შეფუთავს და როგორი ინტერპრეტაციით იტყვის, ეგ არაა მთავარი, მთავარი რეალობაა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„რეალურად, პარტია არის კეზერაშვილის, ბელადი სააკაშვილი განწირულია და ბუტაფორიაა. არ გამოვრიცხავ, რომ წინასაარჩევნოდ თუ მისი (სააკაშვილის) ინტერესები არ გაითვალისწინეს, გაემიჯნოს და თქვას, რომ ეს მისი პარტია არ არის. და მე „ნაციონალურ მოძრაობას“ ვემიჯნებიო. ერთადერთია გია ბარამიძე, რომელიც მიშა სააკაშვილს ჩაჰყვება სამარეში. ერთადერთი ეგ არის, რომელსაც ჭეშმარიტად უყვარს და მიმდევარია ბელადი სააკაშვილის იდეების“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა იმართება. პარტიამ პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.