85 წლის იოხევედ ლიფშიცი, რომელიც ჰამასმა ტყვეობიდან გასულ თვეს გაათავისუფლა, ისრაელურ გამოცემა Davar-თან ინტერვიუში ტერორისტული დაჯგუფების უმაღლეს მეთაურთან, იაჰია სინვართან შეხვედრას იხსენებს. ხანშიშესული ქალის თქმით, არ შეშინებია სინვარისთვის ეთქვა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა.
“იქ ჩასვლიდან 3-4 დღეში სინვარი იქ იყო. ვკითხე, როგორ არ რცხვენოდა ასეთი რამის გაკეთება ხალხისთვის, ვინც წლების განმავლობაში მშვიდობას უჭერდნენ მხარს? მას არ უპასუხია. ჩუმად იყო”. – თქვა ლიფშიცმა.
85 წლის იოხევედი 7 ოქტომბერს ჰამასის ტერორისტებმა კიბუც ნირ ოზიდან მოტოციკლით გაიტაცეს
კომენტარები