აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა.
შეხვედრისას ბლინკენმა დაგმო შეიარაღებული პირების მიერ იერუსალიმის შესასვლელში გაჩერებაზე მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგადაც სამი ისრაელელი დაიღუპა.
„ეს დღე საშინლად და ძალიან ნეგატიურად დაიწყო მორიგი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელმაც იერუსალიმში უდანაშაულო ისრაელელების სიცოცხლე შეიწირა. ეს შეხსენებაა იმისა, რის წინაშეც ისრაელი და ისრაელის ყველა მოქალაქეა ყოველდღიურად. ჩვენ ვგმობთ თავდასხმას და ასევე გლოვობთ ამ უდანაშაულო ადამიანების დაღუპვას“, – განაცხადა ბლინკენმა შეხვედრაზე.
კომენტარები