„ქრონიკის“ ინფორმაციით დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე ლონდონში იმყოფებიან.
რა მიზნით დაიბარა და რა დავალებებს მიიღებენ არა ფორმალური მმართველისგან ჯერჯერობით უცნობია. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე არეულობის ფონზე პოლიტიკურ ასპარეზზე კეზერაშვილი აქტიურდება. მმართველ გუნდს მოლოდინი აქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია ახალ ინსტრუქციებს მიიღებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“გენერალური მდივანის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, იგი კეზერაშვილთან ურთიერთობის პრობლემას ვერ ვხედავს.
„ხან იძახიან კვიპროსშია კეზერაშვილიო, ხან – საფრანგეთში, ხან – ლარნაკაშიო, ვერ დავეწიე პროცესებს. მე ვიცი, რომ ბრიტანელი კონსულტანტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, ამ საკითხების გასარკვევად ვართ ჩასული. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ კეზერაშვილთან ურთიერთობის, რადგან ეს ადამიანი ამ წუთას დაკავშირებულია ისეთ პროექტებთან, რომელიც უკავშირდება სიტყვის თავისუფლების გავრცელებას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.