რუმინეთში მოსახლეობა ისევ პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. მიტინგი ბუქარესტის ცენტრში გაიმართა. დემონსტრაციაში 50 ათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას იუწყება Reuters.
აქცია იყო პრეზიდენტის სასახლესთანაც. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ამნისტიის კანონში შესატანი ცვლილებები გახდა. საზოგადოებისა და ხელისუფლების დაპირისპირების ფონზე, კანონპროექტის ინიციატორმა, იუსტიციის მინისტრმა ფლორინ იორდაკემ, თანამდებობა დატოვა.
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით რუმინეთში აქციები უკვე 2 კვირაზე მეტია გრძელდება.
კომენტარები