გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნოემბრის თვეში, იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია ხონის მუნიციპალიტეტში. ხოლო, 6 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი ჩხოროწყუს, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლების საკარმიდამო ეზოებში დაილუქა.
უკანონო სახერხი საამქროების ტერიტორიებიდან ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 267 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და დაახლოებით 30 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი და ძელაკი.
კომენტარები