საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შერაზ გასრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება. საკითხთან დაკავშირებით მან დღეს მედიასთან გააკეთა კომენტარი.
„ევროკავშირმა გახსნა საქართველოსთვის კარი, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვიმედოვნებ საქართველო, რომელიც ეკუთვნის ევროპულ ოჯახს, შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას წლის ბოლოს, მომავალ კვირას. მე არ მაქვს ამ საკითხზე მოლოდინები, მე მაქვს დიდი იმედი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ იმუშაოს ამ მნიშვნელოვან მიზანზე, რადგან ეს არის გრძელვადიანი მიზანი და საჭიროებს ძალების გაერთიანებას გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა ელჩმა.
კომენტარები