ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე დღეს Kakha Kaladze -ს მიმართა, მოდი გარეთ გავიდეთ და ხალხს ვკითხოთ რას ფიქრობენ ჩემზე და შენზეო.
იდეა მაქვს ბატ. გიორგი, მოდით იმ ადამიანებს ვკითხოთ აზრი, რამდენიმე წლის წინ, თქვენ რომ გამოუცხადეთ ონკოპაციენტების მკურნალობაში გადახდილი თანხა შავ ხვრელში გადაყრილიაო, აი იმ ონკოპაციენტებს ვკითხოთ იმ წამს, რომ ცა ჩამოექცათ თავზე და მათ შორის დედაჩემიც იყო, მე ზუსტად ვიცი მათი აზრი, ცოტა არ გეგონოთ თან, ბევრნი ვართ, ონკო პაციენტები, მათი ოჯახის წევრები, ახლობლები…ყველა გეტყვით რას ვფიქრობთ თქვენზე!
მერე იმ ხალს ვკითხოთ აზრი, ვის შვილებსაც წლები კალაძე საკუთარი ფონდიდან აფინანსებს, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მშობლებს, ოჯახებს, ახლობლებს. სიკვდილს ხელიდან გლეჯს ამ ბავშვებს და ოჯახებს უბრუნებს, არცერთი თეთრი რომ დღემდე კალაძეს ხელფასიდან არ აუღია და ყველა კაპიკს და ზევიდან საკუთარი ჯიბიდანაც ამატებს რომ იმ ხალხს ხელი გაუმართოს თქვენ შავ ხვრელად რომ გამოაცხადეთ.
მე გავალ და ვიკითხავ გინდათ?!
არ დამეზარება, სათითაოდ ჩამოვივლი ამ ადამიანებს თუ გნებავთ. გარეთ გასვლაც რომ არ დამჭირდება ისე!”
“იმ ხალს ვკითხოთ აზრი, ვის შვილებსაც წლები კალაძე საკუთარი ფონდიდან აფინანსებს”
2023/12/05 00:23:57
კომენტარები
ნანახია: 352 ჯერ