„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის სტაბილური მოკავშირე რეგიონში, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპელებმა კარგად იციან, ვისთან უნდა ითანამშრომლონ.
“ამ ცხრა დღეს მართლა გულისფანცქალით ველოდებით, როდის გაივლის, რომ მივიღოთ სტატუსი, თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ არის ჩვენთვის საბოლოო გაჩერება და მწვერვალი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გაწერილი გეგმის ფარგლებში, რომ ძალიან მალე, 2024 წლის ბოლოს გვქონდეს დასაბუთებული პრეტენზია, რომ გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი გვაქვს, ოპოზიციამ ენას კბილი დააჭიროს, ასევე სხვებმა, რომლებიც მავნებლობენ. დააკვირდით, როგორი პროცესები ვითარდება, მათ შორის პარტიულ მედიებში. მიადგნენ ჯარს, რადგან ჯარი არის საქართველოს პრესტიჟისა და დასავლური მისწრაფებების განუყოფელი ნაწილი. ჯარი უმაღლეს შეფასებებს იღებს ნატოს მაღალჩინოსნებისგან თავსებადობის თვალსაზრისით, დღეს ჯარისკაცის ირგვლივ ტრიალებს სარდლობა და არა პირიქით, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს იყო. ისევე, როგორც სუს-ს და სასაზღვრო პოლიციას ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით დააბრალეს „ჰამასთან“ და „ჰესბოლასთან“ თანამშრომლობა. ეს ხალხი წყობიდან არის გამოსული, რადგან სასოწარკვეთილი დიასახლისებივით არიან, დაჭყვიტინებენ, რომ რამენაირად ამ ბოლო ცხრა დღეში დააზიანონ ჩვენი ევროპული მისწრაფება, თუმცა ვფიქრობ, რომ ფეხი არ ჩაეტევათ. ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, ვისთან უნდა ითანამშრომლონ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის სტაბილური მოკავშირე რეგიონში, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დამსახურებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ოდიშარიამ.