მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.
“20-25 კონკრეტიკა ხომ არ არის, ანუ თუ მას დასჭირდა, 5 ოჯახს ამოაკლებს, თუ არ დასჭირდა, დაამატებს… ეს პოლიტიკური ჭორაობა ძალიან იაფფასიანი ტრიუკია. ახლად ფეხადგმულია ბატონი გიორგი პოლიტიკასა და მის ლაბირინთებში კარგად ვერ ერკვევა. ნახავს, რომ ასეთი იაფფასიანი ტრიუკები არასდროს არ ამართლებდა. ახლა დაადგინა მან ეს 20-25 ოჯახი, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, მანამდე არ იცოდა?!”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, გახარიამ განაცხადა: “ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება. დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის. ყველას ყველაფერი მოეკითხება”.
კომენტარები