ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ირანული მედია იტყობინება.
რაისის თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ღაზის სექტორში შექმნილი ვითარება იქნება.
ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აქვს საერთო პოზიციები როგორც რეგიონულ, და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო BRICS-ისა და „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ ფარგლებში ორმხრივმა თანამშრომლობამ თეირანი-მოსკოვის ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავა.
გარდა ამისა, პუტინი და რაისი განიხილავენ სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მიმართულებით ორმხრივ თანამშღომლობას.
კომენტარები