„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიგნით არიან ფორმალური წარმომადგენლები, ხოლო გარედან პროცესებს მართავენ ის ძალები, რომლებიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში ატერორებდნენ,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„გარდაუვალია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება. არჩევნებში, რომელიც მოახლოებულია, საზოგადოება დაინახავს, რომ მწარედ დამარცხდებიან. აქ გასაკვირი არაფერია. ხედავთ, როგორი დაპირისპირება აქვთ უბრალოდ ელემენტარულ პოლიტიკურ თანამდებობაზე, რომელსაც ვერ იყოფენ ეს ადამიანები. შიგნით არიან ფორმალური წარმომადგენლები, ხოლო გარედან პროცესებს მართავენ ის ძალები, რომლებიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში ატერორებდნენ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ კახეთშიც ტოვებენ – რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის 15-მა წევრმა, რომელთა ნაწილი საკრებულოს დეპუტატია, დღეს საჯარო განცხადებები პარტიიდან წასვლის შესახებ სოციალური ქსელით გაავრცელა. ისინი მანდატების დათმობას არ აპირებენ და საკრებულოში საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გეგმავენ.