პარლამენტის დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა. „ევროპას ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოა ევროპა“ – ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც ქართველმა კანონმდებლებმა უნგრეთის ვიცე-პრემიერისგან მოისმინეს. ჟოლტ შემიენის თქმით, უნგრეთი საქართველოს დიდი მხარდამჭერია და უნგრეთი მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე 1 კვირაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.
საქართველოდან დელეგაცია ბუდაპეშტში სწორედ ვიცე- პრემიერი მიწვევით იმყოფება. შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების გარდა, გაიმართა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დღეს დელეგაცია შეხვედრებს უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში გააგრძელებს.
კომენტარები