ჩვენ შევაიარაღეთ საზოგადოება და ხელისუფლებამ ამის საფუძველზე შეძლო პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ამან და საზოგადოების პრინციპულმა პოზიციამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მშვიდობის შენარჩუნების ფონზე ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაშინ როცა, სამწუხაროდ, უკრაინას მოუწია ამ სტატუსის ომის ფონზე მიღება, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა
„ჩვენ გამოვეყავით „ქართულ ოცნებას“ იმის გამო, რომ აუცილებელი გახდა ხალხის ინფორმირებულობა, რათა საზოგადოება ყოფილიყო შეიარაღებული სწორი ინფორმაციით, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით. პირდაპირი მოწოდებები იყო ამერიკის ინსტიტუტებიდან, საელჩოდან, უკრაინის თანამდებობის პირებისგან და ა.შ. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ის სამწუხარო რეალობა დგება, რაზეც ჩვენ ვამბობდით. ჩვენ შევაიარაღეთ საზოგადოება და ხელისუფლებამ ამის საფუძველზე შეძლო პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ამან და საზოგადოების პრინციპულმა პოზიციამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მშვიდობის შენარჩუნების ფონზე ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, მაშინ როცა, სამწუხაროდ, უკრაინას მოუწია ამ სტატუსის ომის ფონზე მიღება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას ჰქონდა და ექნება და ჩვენ ამას ვწუხდით, მაგრამ ვერ მივცემდით ჩვენს თავს იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაგვეშვა შეცდომები და უცხო ქვეყნის ინტერესები გაგვეტარებინა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.