მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (World Athletics) პრეზიდენტმა, სებასტიან კოუმ განაცხადა, რომ რუსი მძლეოსნები არ იქნებიან პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე.
კოუს სიტყვებით, World Athletics-ის პოზიცია არ შეცვლილა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების ფონზე, რომლის მიხედვითაც, რუსი სპორტსმენები დაშვებულნი არიან ზაფხულის თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით.
„ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი დაუჭირეს ოლიმპიურ სამიტზე, რომელსაც მე ვესწრებოდი. საერთაშორისო ფედერაციებს აქვთ პრიორიტეტული უფლება, საკუთარი შეფასება მისცენ სპორტსმენების შერჩევას. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია, რომელიც არ შეცვლილა. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ რუსი სპორტსმენები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, მაგრამ ეს არ მოხდება მძლეოსნობის ტურნირზე. ეს არის პოზიცია, რომელიც ჩვენმა სპორტმა მიიღო და ის არ შეცვლილა. აქ არაფერია დასამატებელი, ეს პოზიცია თითქმის ერთხმად დააფიქსირეს მძლეოსნობის ოჯახის წევრებმა“, – განაცხადა კოუმ.