ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ნიკოლოზ რაჭველის მიშისტობა მისი პრობლემაა. ამათან ერთად სახელმწიფოს მხარდაჭერით მოწყობილი კონცერტებიც ღმერთმა შეარგოს. მაგრამ ზურაბ ჟვანიას თემით სპეკულირება არაა მხოლოდ მისი პირადი საქმე.
ზურაბ ჟვანიაზე წერს სიცოცხლე დაასრულებინესო. კომენტარებში კი, როცა კითხვა დაუსვეს, “დაასრულებინეს რას ნიშნავსო”, რუსეთის სპეცსამსახურებს გადააბრალა. ეს ახალი ვერსიაა.
საინტერესოა რას ფიქრობს საზოგადოება, მოქალაქეები ტრაგიკულ შემთხვევად თვლიან, თუ მკვლელობად? თუ მკვლელობად, მაშინ რას ფიქრობენ, ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია?
თუ რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს, გამოძიებაში აშშ-ის გამოძიება იყო ჩართული, რატომ ვერ გამოიძიეს და არ გაგვაგებინეს, იმდენი ხელჩასაჭიდი იყო?
გამოძიება მიჩქმალულს უფრო ჰგავს. რუსეთის სპეცსამსახურებს მოერიდნენ?
სანამდე უნდა იყოს ჟვანიას მკვლელობის თუ ტრაგიკული გარდაცვალების საკითხი სასპეკულაციო თემა?
პოსტის ასლს კომენტარებში იხილავთ.”


