რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივები დევს.
„ვშიშობ, ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია. ზოგიერთ მათგანს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორებასთან. შეიძლება, ეს ისტორია გამოიყენება, რათა ეკლესიაზე გავლენა მოახდინონ.
პატრიარქი ილია მეორე ძალიან პატივცემული ადამიანია. ის თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ილია მეორეს ავტორიტეტთან ახლოს ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ მივა. ასე, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობას. ეს ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა. ვფიქრობ, აქ პოლიტიკურ ქვეტექსტს აქვს ადგილი“, – აღნიშნა რადიოსადგური НСН-ის ეთერში ვსევოლოდ ჩაპლინმა.
კომენტარები