უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი ალექსანდრ სირსკი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაციას რთულს უწოდებს. მისი თქმით, მტერი შეტევას მთელ ფრონტზე ახორციელებს. ამის შესახებ სირსკი ტელეგრამ-არხში წერს.
„აღმოსავლეთში ოპერატიული სიტუაცია რთული რჩება. მტერი არ წყვეტს შეტევით მოქმედებებს მთელ ფრონტზე. იმ მეთაურებთან ერთად, რომლებსაც აღმოსავლეთის მიმართულების თავდაცვა უკავიათ, დეტალურად გავაანალიზეთ სიტუაცია და განვიხილეთ მომდევნო მოქმედებების ვარიანტები“, -წერს სირსკი.
სირსკის თქმით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები თავდაცვის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სამხედროების სიცოცხლის დასაცავად და საბრძოლო მასალების რაციონალური გამოყენებისთვის.
კომენტარები