10 დეკემბერს არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ხავიერ მილეის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ლიბერტარიანელმა პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად ფისკალური შოკი გარდაუვალია.
“შოკთან მორგებას ალტერნატივა არ აქვს”. – თქვა მილეიმ სიტყვით გამოსვლისას.
არგენტინის ეკონომიკა ჰიპერინფლაციისკენ მიემართება. მილეის თქმით, თუკი ასე გაგრძელდა, “ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 15 000%-ს მიაღწევს”. არგენტინას $43 მილიარდის დეფიციტი, ასევე საერთაშორისო მონეტარული ფონდის $45 მილიარდის რაოდენობის ვალი აქვს, ხოლო ნოემბრის თვეში არგენტინის ინფლაცია 185% იყო.
“ყოფილმა მთავრობამ ჰიპერინფლაციისკენ მიმავალ გზაზე დაგვტოვა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამგვარი კატასტროფა თავიდან ავიცილოთ”. – განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა.