„ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ფონზე ღაზის სექტორის მოსახლეობის დაცვა აუცილებელია, – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ღაზის სექტორში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებაზე ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და ეს ვალდებულება ისრაელსაც შეახსენა.
„განზრახვა არსებობს, მაგრამ შედეგებსა და განზრახვას შორის დიდი სხვაობაა, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა გადადგა დამატებითი ნაბიჯები, მაგალითად, სამხრეთში უსაფრთხო ტერიტორიების მარშრუტი დანიშნა. საჭიროა მეტი ჰუმანიტარული პაუზა, მეტი განსაზღვრული უსაფრთხო მარშრუტი, რათა ადამიანებმა იცოდნენ, როდის და სად არის შესაძლებელი უსაფრთხო გადაადგილება. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ განზრახვა და შედეგი მაქსიმალურად ახლოს იქნება ერთმანეთთან“, – აღნიშნა ბლინკენმა.