საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი „ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში ხელმოწერების შეგროვების ფაქტს გამოეხმაურა, რომელსაც 13 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსს გადასცემს.
„მთელი ეს კამპანიური ხასიათის მოქმედებები, რიგი პოლიტიკური პლატფორმების, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რას ემსახურება? როცა საქმე იყო გასაკეთებელი, იქ, სხვადასხვა რიტორიკის უკან ამ პროცესის დაზიანება მიდიოდა და ახლა, როცა რეალური გახდა სტატუსის მიღება, არ ფერხდება ევროინტეგრაცია და ნახეს, რომ ვერ შეაფერხეს, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, ახლა მიდის პარაზიტირება შედეგის მიწერისთვის, მგონი ამ ნაწილიდან არის (ხელმოწერების კამპანია), თუმცა, არ არის პრობლემა, მთავარია, დეკლარირებულად მხარი დაუჭირონ და ფეხის წამოდებებს არ ვიყოთ,”- განაცხადა დავითულიანმა.