გაერო სამშაბათს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიას გამართავს მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზისკენ მოწოდებას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post-ი ავრცელებს.
9 დეკემბერს, აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზისკენ მოწოდებას ითვალისწინებდა.
გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 13-მა, მათ შორის მუდმივმოქმედმა წევრებმა – საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, კიდევ ერთმა მუდმივმოქმედმა წევრმა, დიდმა ბრიტანეთმა კი თავი შეიკავა.
აშშ-ის წარმომადგენლობის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ მომზადებული შეთავაზება „დაუბალანსებელი“ და არარეალისტური იყო, და მასში არ იყო გაკრიტიკებული „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც 1200-მდე ისრაელელი ემსხვერპლა.