როდესაც თავისუფალი სამყარო ყოყმანობს, სწორედ მაშინ ზეიმობენ დიქტატორები, – განაცხადა ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
“თუ ვინმე შთაგონებულია კაპიტოლიუმის ბორცვზე არსებული გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფური ხროვაა”, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა ვაშინგტონში ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
“მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა არც კი შეეცადოს, ჯარისკაცებს უღალატოს. ისევე, როგორც იარაღია საჭირო მათი თავდაცვისთვის, თავისუფლება ყოველთვის მოითხოვს ერთიანობას”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კომენტარები