საქართველოს დელეგაციამ აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ეროვნული გმირის, ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო. პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად ე.წ. „შეჰიდების ხეივანშიც“ იმყოფებოდა, სადაც პატივი მოაგეს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას
„დღეს ჩვენმა დელეგაციამ პატივი მოვაგეთ ჰეიდარ ალიევის ხსოვნას, რომლის გარდაცვალებიდან 20 წლისთავი არის დღეს. მართლაც ისტორიული პიროვნება იყო თანამედროვე, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში, მან შექმნა ხასიათი დამოუკიდებელი აზერბაიჯანისა და საფუძველი ჩაუყარა იმ წარმატებას, რომელსაც აზერბაიჯანმა მიაღწია მისი როლის გაძლიერებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში. ასევე პატივი მივაგეთ 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა არმიის მიერ მოკლულ აზერბაიჯანელებს, 147 აზერბაიჯანელი, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი შეიწირა მაშინ საბჭოთა არმიამ, როდესაც გამოაცხადეს კომენდანტის საათი და სურდათ, დამოუკიდებლობისკენ მიმართული ბრძოლა ჩაეხშოთ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს დამოუკიდებელ და ამაყ სულს აზერბაიჯანელი ერისა, რომელმაც ჩვენთან ერთად, სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად თავი დააღწია საბჭოთა იმპერიას და აშენებს დამოუკიდებელ და ძლიერ სახელმწიფოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.