ისრაელის არმია ღაზის სექტორში 10 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, მათგან ერთი ბატალიონის მეთაურია. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასთან“ ბრძოლის დროს დაიღუპა გოლანის ბრიგადის მე-13 ბატალიონის ხელმძღვანელი, ასევე დაღუპულია ერთი პოლკოვნიკი, ორი ასეულის და ერთი ოცეულის მეთაური.
44 წლის პოლკოვნიკი, იცხაკ ბენ ბასატი ისრაელის არმიის ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერია, რომელიც 7 ოქტომბრის შემდეგ დაიღუპა. ომის დაწყების შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებში მსხვერპლის რიცხვმა 115-ს მიაღწია.
გასული დღის განმავლობაში, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე 250 დარტყმა განახორციელა.
კომენტარები