როცა ჩიხში შეხვალ და აღარ იცი, რა თქვა, ბუნებრივია, ბევრი სისულელე უნდა ილაპარაკო, რომ იქნებ, ვინმე შეიყვანო შეცდომაში, ზუსტად იგივე ტექსტია, იგივე პათოსია. იმედი მქონდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თავის მონაცემებს ყოველგვარი კანონის გარეშე გამოაქვეყნებდნენ, როგორც ამას ევროკავშირი აპირებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, გამჭვირვალობა კანონის გარეშე უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„ამერიკული „ფარას“ კანონმა ძალიან კარგად იმუშავა. ვერანაირ აქტივობას ვერ შეძლებ, რომ ეს ამერიკის შესაბამის უწყებაში არ იყოს დაფიქსირებული, საიდან და რა მიზნით გაფინანსებენ და ვინ არის დაფინანსების წყარო და მიმღები. მილიონები დახარჯეს იმისთვის, რომ შეკვეთილი სტატიები გამოექვეყნებინათ. ეს გამოაქვეყნეს კიდეც და ყველამ ყველაფერი გაიგო“, – განაცხადა ვოლსკიმ.