ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის გარეუბანში, ტყეში ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონიდან ასობით ოჯახი უკვე ევაკუირებულია.
ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის შედეგად 11 სახლი სრულად განადგურდა.
ადგილზე 130-ზე მეტი მეხანძრე და 14-ზე მეტი სახანძრო ვერტმფრენი მუშაობს.
კომენტარები