45 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 56 დაშავდა ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად.
როგორც CNN-ს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, თავდასხმის სამიზნეს უმეტესად შიიტურ ალ-ბაიას რაიონში მდებარე ავტომანქანების ბაზრობა წარმოადგენდა, რომელიც აფეთქების მომენტში ხალხით იყო სავსე.
კომენტარები