აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინასთან დაკავშირებით სტრატეგიას ცვლის.
28 დეკემბერს, ამერიკულმა გამოცემა POLITICO-მ ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებსა და ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასა და ევროპელ ოფიციალურ პირებს ჩუმად გადააქვთ ფოკუსი რუსეთზე ტოტალური გამარჯვების უკრაინის მიზნის მხარდაჭერიდან ომის დასრულების თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებებისთვის უკრაინის პოზიციების გაუმჯობესებაზე.
ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა POLITICO-ს განუცხადა, რომ ამ სტრატეგიული ცვლილების დიდი ნაწილი მიმართულია უკრაინის პოზიციის გამყარებაზე ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში.
აშშ-ის კონგრესის ოფიციალურმა პირმა POLITICO-ს განუცხადა, რომ დისკუსიები სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ იწყება, მაგრამ ადმინისტრაცია საჯაროდ ვერ იხევს უკან ბაიდენისთვის პოლიტიკური რისკის გამო.