სანამ კონგრესი დამატებითი დაფინანსების შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას არ დაამტკიცებს, ვაშინგტონი კიევისთვის დახმარების მიწოდებას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დახმარების ბოლო პაკეტს, რომელსაც უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს“, – აღნიშნა კირბიმ.
თეთრმა სახლმა უკრაინას სამხედრო დახმარების $250-მილიონიანი პაკეტი ბოლოს 27 დეკემბერს გამოუყო.
კომენტარები