“მამა გიორგი ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ, მპირდებოდა საერო თანამდებობას საპატრიარქოში”, – ამის შესახებ ე.წ. ”ციანიდის საქმის” მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ, გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
”მომდევნო შეხვედრებზე დავრწმუნდი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა დანაშაულებრივ განზრახვას. როდესაც ჩემს მეგობრებს გავუზიარე ეჭვები იმ სავარაუდო პირებზე, რომელთა წინააღმდეგაც, შესაძლოა, მზადდებოდა დანაშაული, მირჩიეს, ეს ინფორმაცია აუცილებლად გამეცნო სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუმცა მაშინ კატეგორიული უარი განვაცხადე. მეორე თუ მესამე დღეს, ჩემს ტელეფონზე მამა გიორგიმ დამირეკა და ისეთი რაღაც მითხრა, რომ ნამდვილად მქონდა პერსპექტივა, გავმხდარიყავი მძიმე დანაშაულის თანამონაწილე. ეს ის დღე იყო, როცა პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა. მამა გიორგიმ მითხრა, რომ “ის” სასწრაფოდ სჭირდებოდა, რადგან პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა და თავადაც აპირებდა ჩასვლას”, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
ირაკლი მამალაძე – მამა გიორგი ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ, საპატრიარქოში საერო თანამდებობას მპირდებოდა
2017/02/20 12:26:07
ნანახია: 1853 ჯერ