ტონგას სამეფოს სანაპიროსთან 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) იტყობინება.
სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა სამეფოს დედაქალაქ ნუკუალოფადან სამხრეთ-დასავლეთით 274 კილომეტრში, 185 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.
შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
კომენტარები