რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვიტალი ჩურკინი ნიუ იორკში გარდაიცვალა. დიპლომატი შეუძლოდ საკუთარ კაბინეტში გახდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ვიტალი ჩურკინის ოჯახს ქვეყნის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. გაეროს უშიშროების სხდომა კი მისმა კოლეგებმა წუთიერი დუმილით გახსნეს.
გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა ელჩის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილი გაუგზავნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.
კომენტარები