სუს-ში ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა დასრულდა. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ, ვარდოსანიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს.
“მე დასამალი არაფერი არა მაქვს… ტექნიკური საკითხია. ჩემს თვალწინ გაიხსნა ჩემი ელექტრონული ფოსტა და მიმოწერები და ა.შ. ინტერნეტმა გვაწამა რასაც ჰქვია, იმიტომ, რომ ცუდი სიხშირე იყო და მაგის გამო გაგვეწელა დრო… ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად. ახლა, უბრალოდ, ვერ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას, ინფორმაციის გაგრძელებას და ეგ არის რა”. – თქვა ვარდოსანიძემ გამოკითხვის შემდეგ.
კომენტარები