“მათ ჟურნალისტს ირაკლი მამალაძეს ციანიდის შოვნა იმიტომ თხოვეს, რომ ის საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი იყო და, მათი ვარაუდით, იცნობდა „არ-ემ-ჯი გოლდის“ წარმომადგენლებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ფეისბუქში წერს.
მეტრეველი ამბობს, რომ რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე რამდენიმ ახალი დეტალი გაარკვია:
”ამ ციანიდის საქმეზე რამდენიმე ახალი დეტალი გავარკვიე:
1) როგორც წყარო მეუბნება, (ის ერთ-ერთია, ვისაც ფარული ჩანაწერები აქვს მოსმენლი) პატრიარქზე თავდასხმის ვერსია კვლავ რჩება პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ სამუშაო ვერსიად, უბრალოდ ჯერ ბრალს ვერ უყენებენ, რადგან საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ.
ფარულ ჩანაწრებში პირდაპირ არავინ ახსენებს პატრიარქის სახელს (თეთრუაშვილისგან განსხვავებით), თუმცა როგორც წყარო მეუბნება, მთელი იმ საუბრებიდან ნათლად ჩანს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მიზანი (ჩანაწერში რამდენიმე სასულიერო პირი ფიგურირებს) სწორედ პატრიაქის მოშორებაა, რადგან მათ ეშინიათ, პატრიარქმა არ მოასწროს და სიცოცხლეშივე არ დაასახლეოს მემკვიდრე, რომელიც შეიძლება სულ სხვა პირი აღმოჩნდეს, ვიდრე ის, ვის პატრიარქობასაც ეს დაჯგუფება ეშურება.
2) მათ ახლობელ და ფაქტობრივად მათი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ჟურნალისტს ირაკლი მამალაძეს ციანიდის შოვნა იმიტომ თხოვეს, რომ ის საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი იყო და, მათი ვარაუდით, იცნობდა „არ-ემ-ჯი გოლდის“ წარმომადგენლებს. ციანიდი მოგეხსენებათ სწორედ ოქროს წარმოებაში გამოიყენება”, – წერს მერაბ მეტრეველი.