დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი, იმისთვის რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ესაა, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების ამოცანები საქართველომ არამხოლოდ შეასრულა, არამედ სურს და შეუძლია ამ ნაბიჯების გადადგმა, ეს არის ჩვენი ლიდერების მოსაზრება, ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა მოხდეს კაპიტალიზაცია და სწორედ ამიტომ ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, რომ დააჩქარონ ტემპი რეფორმების მიმართულებით. დღეს ერთად გავიარეთ 9 ნაბიჯი, იმისთვის რომ ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ჩვენი შეხვედრის მიზანიც ესაა, რომ საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში“, – აღნიშნა ვარჰეიმ.