პრეზიდენტი ატარებს უსარგებლო კანონებზე ვეტოს დადების პრაქტიკას, ნაცვლად იმისა, რომ ვეტო დაადოს იმ კანონებს, რომელიც უშუალოდ ადამიანებს ეხებათ, ადამიანების მდგომარეობას აუარესებს და ნელ-ნელა მიაქვთ მათი თავისუფლება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.
დაედო თუ არ დაედო რა მნიშვნელობა აქვს. ვეტო უნდა დაადო ამ პარლამენტი ყველა კანონს, რომელსაც „ქოცები“ იღებენ და შენ ირჩევ ერთ კანონს, რომელსაც არანაირი შინაარსი არ ექნება და არანაირ გავლენას ადამიანთა ცხოვრებაზე ვერ მოახდენს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს 20 თებერვალს პარლამენტის მიერ მესამე, საბოლოო მოსმენით საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს.
კომენტარები