უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში ახალი შეთანხმებები გამოაცხადა.
“ჩვენ ვამზადებთ უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებებს ჩვენს პარტნიორებთან. ძალიან არსებითი შეთანხმებებია. მოიცავს ახალ თავდაცვით მხარდაჭერას ჩვენი მეომრებისთვის, ძალიან კონკრეტულ ფინანსურ გარანტიებს ჩვენი სახელმწიფოსთვის და პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც უკრაინას უფრო აახლოებს უფრო დიდ შესაძლებლობებთან. ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე ახალ შეთანხმებას უახლოეს კვირებში. მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები