რომის პაპის თქმით, სჯობს ათეისტი იყო, ვიდრე ერთ-ერთი იმ მრავალ კათოლიკეთაგან, რომლებიც ორმაგ, ფარისევლურ ცხოვრებას ეწევიან.
“სამარცხვინოა, ამბობდე ერთს და აკეთებდე მეორეს. უნდა თქვან, არ ვცხოვრობ ქრისტიანულად, არ ვუხდი შესაფერის ხელფასს დასაქმებულებს, ვიყენებ ადამიანებს, ჩართული ვარ ბინძურ ბიზნესში, ფულს ვათეთრებ, ვეწევი ორმაგ ცხოვრებას. ასეთი კათოლიკე ძალიან ბევრია და ეს სამარცხვინოა”, – აღნიშნა ფრანცისკე I-მა.
პონტიფიკოსს სასულიერო პირები არაერთხელ დაუდანაშაულებია, მაგალითად – ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში. ფრანცისკე I-ის თქმით, ქრისტიანებმა ათეისტები კარგ ადამიანებად უნდა ჩათვალონ, თუ კარგ საქმეებს აკეთებენ.
კომენტარები