ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო სამშაბათს, 28 თებერვალს უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე შეთანხმდა,-ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შეეძლებათ. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა, ბიომეტრიული პასპორტის მფლობელები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში, 180-დღიან პერიოდში ბიზნესის, ტურისტული ან საოჯახო მოგზაურობის მიზნით გამგზავრებას შეძლებენ”,- ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები