აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად კონგრესმა დონალდ ტრამპს ჯერჯერობით მხოლოდ 20 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. ამის შესახებ აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრო იუწყება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კედლის ასაშენებლად 21 მილიარდი დოლარია აუცილებელი.
თავდაპირველად ტრამპი აცხადებდა, რომ კედლის მშენებლობა მექსიკამ უნდა დააფინანსოს. ოფიციალურმა მეხიკომ ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში ამ თანხებს მექსიკას გადაახდევინებს – სავაჭრო გადასახადების გაზრდის ან ფინანსური დახმარების შემცირების გზით.
კომენტარები