ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა მზადაა პოლიტიკაში დასაბრუნებლად, – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ობამას მეგობარმა ერიკ ჰოლდერმა განაცხადა – იუწყება გამოცემა „Politico“.
„ის ბრუნდება. მზადაა ამისთვის“, – განაცხადა ჰოლდერმა.
მისივე ინფორმაციით, ბარაქ ობამას ესაუბრა, მათ შორის, თანხების მოძიებასა და ურთიერთმოქმედებებზე კანონმდებლებთან.
ბარაქ ობამა და დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნები აპირებენ ყურადღება შტატების დონეზე საკანონმდებლო საკრებულოს არჩევნებისკენ მიმართონ. ამან კი შესაძლოა, დემოკრატების პოზიციები გაამყაროს სახელმწიფო დაწესებულებებსა და წარმომადგენელთა პალატაში.
კომენტარები