“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხის მფლობელს ქიბარ ხალვაშს მოუწოდებს და მიმართავს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გუნდს მიჰყიდოს:
“გადაეცით რუსთავი2 მის კოლექტივს, თუ არ იტყუებით და თუ არ გინდათ ერთ ხმაზე აჟღერებული ყველა ტელეკომპანია. თქვენ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადეთ, რომ გაყიდვას აპირებთ, ამიტომაც გთავაზობთ – მიყიდეთ არხი გუნდს, რომლებმაც “რუსთავი 2” დღემდე მოიტანა, – საგანგებო ბრიფინგით მიმართა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს არის რუსთავი 2-ის ბოლო წინადადება და ისინი ქიბარ ხალვაშის პასუხის მოლოდინში არიან.
გვარამიას თქმით, ტელეკომპანია არ შეწყვეტს მაუწყებლობას და ხვალვე გადაიგზავნება სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში.
კომენტარები