ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი ბარაკ ობამა მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში დაადანაშაულა. ტრამპმა ობამა Twitter-ზე გააკრიტიკა.
“საშინელებაა! ახლა გავიგე, რომ ობამა სატელეფონო საუბრებს უსმენდა “ტრამპ-თაუერში” ჩემი გამარჯვების წინ. ვერაფერი იპოვა. ეს მაკარტიზმია!” – დაწერა ტრამპმა და ეს ფაქტი ცნობილ უოტერგეიტის სკანდალს შეადარა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგი იურისტი ამ ინფორმაციას სასამართლოში გამოიყენებდა, ხოლო ობამა ცუდი კაცია ან სულაც არანორმალური.
ტრამპმა დასძინა, რომ ტელეფონებს ოქტომბერში უსმენდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ წარმოუდგენია.
კომენტარები