თურქეთ-სირიის საზღვართან სირიის სამხედრო ძალების თვითმფრინავმა MiG-23-მა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ Anadolu იუწყება.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, დაუდგენელია, თვითმფრინავი თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა თუ სირიის. ქვეყნის პრემიერის განცხადებითვე, პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.
ამ დროისთვის, თურქეთის პროვინცია ჰათაიში პილოტს ეძებენ.
კომენტარები