ერაყის ქურთისტანის დედაქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს,-ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქიმიური იარაღის შედეგად მიყენებული დაზიანებებით 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ე.წ მდოგვის გაზი ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა გამოიყენეს.
“ჩვენ სახლში ვისხედით და ძალიან უსიამოვნო სუნი ვიგრძენით, ეს ერთგვარი გაზი იყო. ინციდენტის შედეგად ჩემი შვილები დაშავდნენ, მათ სუნთქვა უჭირდათ“,-ამბობს ქალაქ მოსულის ერთ-ერთი მკვიდრი ნაზიმ ჰამიდი.
კომენტარები