თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
33 წლის ქალი, სახელად ეკატერინა რუსეთის მოქალაქეა. თურქული მედიის ინფორმაციით, ის 2016 წლის ბოლომდე მკვლელობის უშუალო შემსრულებელ მევლუთ ალტინტაშთან მეგობრობდა.
2016 წლის 19 დეკემბერს რუსეთის ელჩს ანკარაში, სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან 22 წლის სირიელმა მევლუთ მერტ ალტინტაშმა ესროლა.
კომენტარები